დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეთანხმებას ლონდონში ხელი მოაწერეს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის გაფორმებული შეთანხმება მოიცავს - საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

ასევე, შეთანხმება რუსეთის მხრიდან საფრთხეებთან დაკავშირებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები უფრო ძლიერ პარტნიორობას მოითხოვს. ეს შეთანხმება პოლონეთთან ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯია“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს