მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილს „რესპუბლიკის ორდენი“ გადასცა

მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაია სანდუსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „რესპუბლიკის ორდენი“ გადასცა, „ჯილდო, რომელიც მას 2025 წლის 26 მაისს მიენიჭა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის, მოქალაქეთა ღირსების, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ხელშეწყობისთვის, ასევე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლისთვის“.

ასევე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, მხარს უჭერს მათ ბრძოლას სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის და მათ გვერდით დგას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“, - განაცხადა მაია სანდუმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს