მიხეილ სარჯველაძე დიუშენზე - მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით, - შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა.

სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პროცესში „სწორი მოლოდინების“ შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია რეალური სურათის დანახვა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მუშაობის გაგრძელება.

„რეალურად გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობთ ამ დაავადების, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით სწორად გაკეთდეს შეფასებები, შევქმნათ სწორი მოლოდინები და არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, პირიქით ამორალურია არასწორი მოლოდინების შექნა”,- დასძინა მან.

მინისტრის თქმით, სამუშაო პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს მშობლების, პაციენტებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა კონკრეტული, ლოკალური, თუნდაც პრობლემების გადაჭრა მოხდეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება ინტერესით ელოდება საერთაშორისო პრაქტიკას და იმას, თუ როდის დაიწყებენ ევროპული ქვეყნები მათ შესყიდვას.

„რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით, მოლოდინით, იმედით და კეთილგანწყობით ველოდებით, როდის გაეცემა ყველა კითხვას მედიკამენტებთან დაკავშირებით პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, ძალიან სერიოზულად უნდა გაზომოს ყველა სიტყვა, რომელსაც იძახიან თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინფორმაციის მიღება და მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკაზე მსჯელობა სამინისტროში დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს ბუნებრივი პროცესია. მან ასევე ისაუბრა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე მიღებულ ინფორმაციაზე.

„ამასწინათ გახლდით შვეიცარიაში მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც მქონდა შესაძლებლობა არაერთ სახელმწიფოსთან ძალიან მაღალ დონეზე გაგვემართა შეხვედრები, სადაც პრაქტიკულად ზუსტად იგივე საკითხების თაობაზე მსჯელობენ, იქაც ევროპულ სახელმწიფოებში და იქაც, ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე არ იღებენ გადაწყვეტილებებს“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გარკვეულ პრეპარატებთან დაკავშირებით სიახლეები მალე იქნება.

„თუმცა დიდი იმედი მაქვს ზოგიერთ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებაში შესაძლებლობა გვექნება საკმაოდ მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს