მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ჩამოსვლისა და ღალატის საკითხი არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს - ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია

მინდა ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია. როცა დრო მოვა აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „არაფერ შუაშია“.

„ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე.

ასე რომ, შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას და რაც შეეხება იმ კაცს, ვინც მე ვიგულისხმე, იმას უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს”, - წერს ის.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია