Reuters - ევროკავშირის მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების სტრატეგიას განიხილავენ - კაია კალასი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, საქართველოდან და მოლდოვადან კი ჯარების გაყვანას ითხოვს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალინდელ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების სტრატეგიის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვიპროსში დაგეგმილ ხვალინდელ არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების წინაპირობებს განიხილავენ.

წყაროების ცნობით, ევროკავშირის ხედვას მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი წარადგენს.

ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ კალასის მოთხოვნები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის ჯარების ყოფნის აკრძალვას, ასევე, რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ კიბერ მოქმედებების, დრონებისა და დეზინფორმაციული აქტივობების დასრულებას მოიცავს.

ამასთან, ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროპული კონსენსუსი არ არსებობს.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთთან მომავალი ურთიერთობების მიმართ მიდგომა“, - აღნიშნა დიპლომატმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს