გიორგი შარაშიძე - არავის აქვს უფლება, ჭკუა დაგვარიგოს, რომ თუ „ქუჩაში არ გამოხვალთ, ოპოზიციად არ ჩაგთვლით“, ეს არავის საქმე არაა - მხოლოდ ქუჩის აქციებით, რეჟიმის შეცვლა არ გამოვა

ჩვენ ყველას არჩევანს პატივს ვცემთ, ვინც პროტესტის გამოსახატად მივიდა, უბრალოდ, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტით, მხოლოდ ქუჩის აქციებით, ამ რეჟიმის შეცვლა უბრალოდ არ გამოვა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ 26 მაისს ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ვერავინ დაუშლის, რომ ქუჩის პროტესტის ნაცვლად აირჩიოს პოლიტიკური პროტესტი და სხვა პოლიტიკური ინსტრუმენტები.

„პროტესტს თავისი ფორმები, გამოხატულება და გზები აქვს. ვიღაცისთვის პროტესტი არის ქუჩაში, ვიღაცისთვის პროტესტი არის პარლამენტში. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტით, მხოლოდ ქუჩის აქციებით, ამ რეჟიმის შეცვლა უბრალოდ არ გამოვა. უდიდეს პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, მით უფრო არაპარტიულ ხალხს, ვინც გუშინ იყო გამოსული.

ჩვენ გვინახავს გაცილებით მასშტაბური აქციები, ათჯერ დიდი აქციები ყოფილა სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ხალხის რაოდენობა არ აღმოჩნდა ბოლომდე გადამწყვეტი სერიოზული ცვლილებების მისაღწევად, ხალხი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს პროტესტის საკუთარი გზა. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა ორი გზა: ერთია ქუჩის პროტესტი, ქუჩის აქციები, ხოლო მეორეა, პოლიტიკური ინსტრუმენტები, პოლიტიკური პროტესტი. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვიშლის, რომ ამ ორიდან ავარჩიოთ პოლიტიკური პროტესტი. თუ ვინმე გვიწუნებს, გამოვა და კვალიფიციურად დაგვისაბუთებს, პარლამენტში რომ ხარ რაღაცას ისე არ აკეთებთ, უფრო კარგად უნდა აკეთებდეთ, კი ბატონო, მოვისმენთ თუ საჭიროა დავეთანხმებით, ვაღიარებთ და გამოვასწორებთ, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს და ჩვენ დაგვიწყოს ჭკუის დარიგება, რომ გინდა თუ არა ქუჩაში უნდა გამოხვიდე, თორემ სხვა შემთხვევაში ოპოზიციად არ ჩაგთვლი, ეს არავის საქმე არაა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს