„ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს - ფაქტები მუქარით არ იცვლება, თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ -  თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ

პატივცემულო, ბატონო კობახიძე - თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ, - „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი გიორგი კანდელაკის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„პატივცემულო, ბატონო კობახიძე, ამ ანგარიშის გამომცემელი „ჰადსონის ინსტიტუტია“. როგორც „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ამ კვლევისა და დასკვნების უკან ვდგავარ. ფაქტები მუქარით არ იცვლება. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ“, - წერს ჯონ უოლტერსი X-ზე.

როგორც ცნობილია, გიორგი კანდელაკი ლუკ კოფისთან ერთად საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ „ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე“ და ამაში „პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა“, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის „ღალატის ფორმულა“.

„ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენ ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს