გიგა ლემონჯავა - უკვე 4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ აქციის „პიკაპის“ მძღოლთან დაკავშირებას, დიდი ალბათობით, ის იზოლირებული ჰყავს მოძალადე სისტემას - სავარაუდოდ, ტყუილებს ალაპარაკებენ

„ოპოზიციური ალიანსის“ წევრი, გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ ცდილობენ დაკავშირებას „პიკაპის“ მძღოლთან, რომელიც საპროტესტო აქციაზე აპარატურის მიტანის გამო, პოლიციამ დააჯარიმა და მართვის მოწმობა ჩამოართვა.

ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა კაცი „მოძალადე სისტემის“ ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

მისი თქმით, მძღოლს ავტომობილი და მართვის მოწმობა უსაფუძვლოდ ჩამოართვეს, ახლა კი შესაძლოა აიძულებდნენ მათთვის სასურველი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

უფრო კონკრეტულად, როგორც ლემონჯავა აცხადებს, მასთან დაკავშირებას უკვე 4-5 საათია უშედეგოდ ცდილობენ. მისივე მოსაზრებით, მძღოლი შესაძლოა იზოლირებული „ჰყავს მოძალადე სისტემას“ და არ აძლევენ კომუნიკაციის შესაძლებლობას.

„თითქმის ყველა აქციაზე ვქირაობთ მანქანას, რომელზეც დევს გახმოვანების სისტემა.

დღეს დილით აქციის პიკაპის მძღოლს, ირაკლის, დავეხმარეთ მანქანის გამოყვანაში საჯარიმო სადგომიდან, გადავუხადეთ საჯარიმო სადგომის საფასური, გადავუხადეთ კუთვნილი ანაზღაურება, წამოვიღეთ ჩვენი ტექნიკა. მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვება შეწყდა ირაკლის ვეღარ დავუკავშირდით.

უკვე 4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. დიდი ალბათობით, ის იზოლირებული ჰყავს მოძალადე სისტემას და არ აძლევს ჩვენთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ვაგრძელებთ მასთან დაკავშირების მცდელობას.

როგორც გორში იძალადა სისტემამ უდანაშაულო ხალხზე და შემდეგ მსხვერპლი დააკავეს, სავარაუდოდ ასეთივე ძალადობის მსხვერპლია გუშინდელი აქციის პიკაპის მძღოლი, რომელსაც ტყუილებს ალაპარაკებენ.

ასე ექცევა სისტემა უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რომელიც ელემენტარული შემოსავლის მისაღებად მძიმედ შრომობს. ჯერ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაართვეს ავტომობილი, მართვის მოწმობა, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შემდეგ ძალადობის გამოყენებით აიძულებენ მათთვის სასურველი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

ამ დროისთვის ვცდილობთ ვითარებაში გარკვევას. ყველა ადამიანთან, ვინც ერთი ლარი მაინც ჩარიცხა ირაკლის დასახმარებლად, თავს ვგრძნობთ ანგარიშვალდებულად და გვინდა გითხრათ, რომ თუ მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, ვაპირებთ, თანხა გადავრიცხოთ პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ფონდში“,- წერს ლემონჯავა.

შეგახსენებთ, 26 მაისს, "ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ გააჩერა ავტომობილის მძღოლი, რომელმაც აქციაზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანა. ოპოზიციის ინფორმაციით, ის დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს ერთი წლის ვადით.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს