ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია,  ამერიკამ უკრაინას მოუსმინოს - გვესმის, რომ მსოფლიოს ყურადღების დიდი ნაწილი ირანში ომზეა მიპყრობილი, თუმცა ომი ევროპაშიც უნდა დასრულდეს

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინას მოუსმინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტზეა საუბარი.

„საკმაოდ იშვიათია, რომ სხვა სახელმწიფოს ლიდერმა ერთდროულად მიმართოს წერილით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე კონგრესს. თუმცა, ახლა სიტუაცია სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს. გვესმის, რომ ახლა მსოფლიოს ყურადღების დიდი ნაწილი ირანში ომზეა მიპყრობილი. თუმცა ომი აქ, ევროპაშიც უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის შესაძლებლობებს, „მით უფრო მალე შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ დიპლომატიამ იმუშაოს“.

„ვიდრე რუსეთი რაკეტებს ეყრდნობა, მისი ინტერესი დიპლომატიის მიმართ ნამდვილი არ არის. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ამის გაკეთება კი მხოლოდ ამერიკასთან ერთად შეგვიძლია“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე