ურსულა ფონ დერ ლაიენი  - მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ტელეფონით საუბრისას კიდევ ერთხელ გავიმეორე რომ ევროპა სრულად უჭერს უკრაინას მხარს მაშინ, როცა რუსეთი სასტიკ აგრესიულ ომს აძლიერებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„საჰაერო თავდაცვა და დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობები ევროპის ყველაზე სასწრაფო თავდაცვის პრიორიტეტებს შორისაა და უკრაინა სრულად იქნება ინტეგრირებული ამ ძალისხმევაში“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამ კუთხით, უკრაინის მხარდაჭერის სესხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მხოლოდ წელს, მის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, 28.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების პროცესში გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე