ანდრეი სიბიგა - ევროპამ უკრაინისთვის მოლაპარაკების ექვსივე კლასტერი ივნისში უნდა გახსნას - ჩვენს ხალხს ეს აღიარება სჭირდება და იმსახურებს კიდეც

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის დინამიკის ცვლილების გათვალისწინებით, ევროპამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.

სიბიგამ გამოკვეთა კონკრეტული და რეალისტური ნაბიჯები, რომელიც, მისი თქმით, პარტნიორებმა უნდა გადადგან.

„უნდა დავიწყოთ ზუსტი, განხორციელებადი ნაბიჯებით: აეროპორტებში ან საზღვაო პორტებში ცეცხლის შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია ან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა ხერსონის ოლქში, ოკუპირებულ ოლეშკიში, სადაც ხალხი კვირების განმავლობაში იტანჯება საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე. არ არის საჭირო დავიწყოთ იმ პირის ან ჯგუფის არჩევით, რომელიც ამ ძალისხმევას უხელმძღვანელებს. ჩვენ უნდა განვმარტოთ მანდატი - და ის უნდა წარმოადგენდეს ერთიან ევროპულ ხმას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ევროპას აქვს ბერკეტები ხელშესახები შედეგების მისაღწევად - დასაწყისისთვის, სანქციები და გაყინული რუსული აქტივები.

სიბიგას განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში „გიმნიხის“ ფორმატში და კოლეგებს მოუწოდა, ივნისში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი გახსნან.

„ასევე მოვუწოდე კოლეგებს, იმოქმედონ ახლავე და ივნისში უკრაინისთვის მოლაპარაკების ექვსივე კლასტერი გახსნან. ჩვენს ხალხს ეს აღიარება სჭირდება და იმსახურებს კიდეც. უკრაინას ევროკავშირი სჭირდება და ევროკავშირს უკრაინა.ახლა, უნგრეთთან ჩვენი ახალი და პერსპექტიული ორმხრივი დინამიკა შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ეს ხელიდან არ უნდა გავუშვათ. და ბოლოს, მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგებს კიევში უცხოელი დიპლომატების მიმართ რუსეთის მუქარის წინაშე მტკიცედ დგომისთვის. ეს დაშინება შესაძლოა წლების წინ გასვლოდათ. ახლა აღარ. ევროპა შეიცვალა. ევროპას აქვს გავლენის ბერკეტები. ევროპამ უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა სიბიგამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე