ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ამერიკულ საჰაერო ბაზაზე დარტყმა განვახორციელეთ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ სამიზნეებზე თავდასხმა სწორედ აღნიშნული საჰაერო ბაზიდან განხორციელდა.

ამასთან, მათ არ დააკონკრეტეს, თუ რომელ საჰაერო ბაზას დაარტყეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათი პასუხი სერიოზული გაფრთხილებაა აშშ-სთვის და აღნიშნა, რომ მისი აგრესია უპასუხოდ არ დარჩება.

დაახლოებით იმავე პერიოდში, რომელიც ირანმა თავდასხმის დროდ დაასახელა, ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები „მტრულ“ დრონებსა და რაკეტებს იგერიებდა.

მანამდე, ბანდარ-აბასის აღმოსავლეთით, რომელიც ირანის საპორტო ქალაქი და საზღვაო ბაზაა ჰორმუზის სრუტის მახლობლად, სამი აფეთქების ხმა გაისმა. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედროებმა ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს და ასევე დაარტყეს ირანის სახმელეთო მართვის სადგურს ბანდარ-აბასში, საიდანაც მეხუთე დრონის გაშვებას აპირებდნენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე