საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა

კოლიერსი უკვე 12 წელზე მეტია აქტიურად აკვირდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებს. კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით კომპანიის პორტფოლიო ჯამში 20,000 კვ.მ საოფისე ფართს მოიცავს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი A კლასის ბიზნეს ცენტრებში მდებარე პრემიუმ ტიპის საოფისე ფართებია. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კოლიერსი 2025 წლის საოფისე უძრავი ქონების ბაზრის ძირითად მაჩვენებლებს აჯამებს.

მიწოდება თბილისში ამჟამად 52 თანამედროვე ბიზნეს ცენტრი ოპერირებს, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 300 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. A და B კლასის საოფისე ფართები ბაზრის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. A კლასის ჯამური მიწოდება 74 ათას კვ.მ-ს შეადგენს, ხოლო B კლასის - 129 ათას კვ.მ-ს. პარალელურად, 150,000 კვ.მ-მდე ახალი საოფისე ფართი მშენებლობის პროცესშია, რაც ბაზრის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. სამომავლო მიწოდების ძირითადი წილი საბურთალოზე მოდის, თუმცა შეინიშნება გარეუბნებში განვითარების ტენდენციაც - დიდ დიღომში, სამგორსა და ნაძალადევში.

მოთხოვნა მოთხოვნის ძირითადი ნაწილი მოდის ფინანსურ, სადაზღვევო და საინვესტიციო სექტორებზე (25%). ასევე აქტიურია პროფესიული სერვისების, IT, მედიისა და კომუნიკაციების კომპანიები. ბაზარზე არსებული ტენდენციების მიხედვით, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს სრულად ათვისებისთვის საშუალოდ 2-3 წელი სჭირდება.

ძირითადი მაჩვენებლები 2025 წლის მონაცემებით, თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო საიჯარო განაკვეთი 18 აშშ დოლარს შეადგენს (დღგ-სა და მომსახურების საკომისიოს გარეშე), რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.5%-ით აღემატება. A კლასის საოფისე ფართების შესათავაზებელი საიჯარო განაკვეთი კვადრატულ მეტრზე 28-32 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო B კლასში აღნიშნული მაჩვენებელი 18-25 აშშ დოლარს შეადგენს. ფასები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა A კლასში ხუთწლიან პერიოდში საიჯარო განაკვეთი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ვაკანტურობას, ბაზრის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ს უტოლდება, რაც წინა წელთან შედარებით უმნიშვნელო ზრდაა. აღნიშნული ძირითადად ახალი ბიზნეს ცენტრების დამატებით არის განპირობებული.

colliers.ge | +995 32 222 4477| Georgia@colliers.ge

(R)

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია