„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს

საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო შავი ზღვის ახალ საკურორტო უბანში, ბუკნარში იხსნება, რომელიც ბათუმიდან 15 წუთის სავალ გზაზე, აჭარის უნიკალურ ლოკაციაზე მდებარეობს.

100-ნომრიანი სასტუმრო მოიცავს რესტორანს, დახურულ აუზს, საკონფერენციო სივრცეებს, სპას, ლაუნჯს და სამასაჟე ოთახებს. გარე ინფრასტრუქტურა კი აერთიანებს პადელის მოედანს, სასეირნო ბილიკებს და რეკრეაციულ ზონებს.

ბუკნარი ჰოტელი განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში — სუბტროპიკულ ტყესა და ზღვას შორის. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ პირდაპირი წვდომით საუკეთესო სანაპიროზე. ბუკნარი ჰოტელის ყველა ნომრიდან იშლება პანორამული ხედები ზღვაზე და აჭარის მთებზე.

ლისი დეველოპმენტის ინვესტიცია პროექტში 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში დასაქმებულია 120-მდე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალი, რომლებიც სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტით მართვას უზრუნველყოფენ.

ბუკნარი ჰოტელის არქიტექტურული პროექტი მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ კომპანიას Architects of Invention ეკუთვნის.

სასტუმრო ბუკნარი რეზორტის განვითარების პირველი ფაზაა. ლისი დეველოპმენტი კურორტის განაშენიანების გრძელვადიან გეგმაზე ცნობილ არქიტექტურულ კომპანიებთან თანამშრომლობს, ესენია: წამყვანი ბრიტანული კომპანია WATG, ესპანური კომპანია Leku და ქართული კომპანია TIMM.

ბუკნარი რეზორტის შემდგომი განვითარების ეტაპები მოიცავს საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობას, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები.

გენერალური გეგმა ასევე ითვალისწინებს სანაპირო ზოლის სრულ განვითარებას, Beach Club-ის, საბავშვო გასართობი ზონების, კომერციული სივრცეების და სხვა მრავალფუნქციური ობიექტების მოწყობას.

ბუკნარის პროექტის განხორციელებით, ლისი დეველოპმენტის მიზანია შექმნას ახალი მიზიდულობის ცენტრი, შავი ზღვის საუკეთესო გამოცდილების მისაღებად. სწორედ ისე, როგორც 15 წლის წინ თბილისში შექმნა უნიკალური უბანი — მწვანე ქალაქი ლისზე — და საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონის, ლისის ტბის განვითარებას.

ლისის პროექტები ხორციელდება ბუნებასთან ერთად, ერთიანი არქიტექტურით და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით — რათა ადამიანებმა მეტი დრო გაატარონ ოჯახთან, დაისვენონ და შეიგრძნონ დაბალანსებული ცხოვრება ყოველდღიურობაში.

კომპანია პირველი იყო საქართველოს ბაზარზე, რომელმაც 2010 წელს დაამკვიდრა 80/20 პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ლისის პროექტებში ტერიტორიის 80% გამწვანებას და რეკრეაციას ეთმობა და მხოლოდ 20%-ზეა განთავსებული შენობები.

პროექტის პარტნიორები:

სამშენებლო - სარემონტო და MEP სამუშაოები: ელემენტ ჰოლდინგი:

- ELEMENT CONSTRUCTION

- ⁠ELEMENT FIT-OUT

- ⁠ZERONE

ინტერიერის დიზაინი: valishviliarchitects

არტ ნამუშევრები: მაია სუმბაძე

მართვის სისტემები: SALTO, OPERA, MICROS, NEOLOGIX

ლიფტი: SCHINDLER

პადელის მოედანი: ADIDAS

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე