ჯო უილსონი - აღმაშფოთებელია, რომ ტერორისტების მოყვარული მარიონეტი ირაკლი კობახიძე „ჰადსონის ინსტიტუტს“ ემუქრება

ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ჰადსონის ინსტიტუტს“ იმის გამო ემუქრება, რომ მან „ირანული ტერორიზმისადმი „ქართული ოცნების“ ღრმა მხარდაჭერა გამოააშკარავა“.

„აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ტერორისტების მოყვარული მარიონეტი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ჰადსონის ინსტიტუტს“ ემუქრება იმის გამო, რომ მან გამოააშკარავა „ქართული ოცნების“ ღრმა მხარდაჭერა ირანული ტერორიზმისადმი, რომელიც ამერიკელებს კლავს“, - წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში.

ჯო უილსონი მხარდაჭერას უცხადებს „ჰადსონის ინსტიტუტსა“ და მის მკვლევარს, ლუკ კოფის, რომელიც საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ „ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე“ და ამაში „პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა“, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის „ღალატის ფორმულა“.

„ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენ ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ანგარიშის გამომცემელი „ჰადსონის ინსტიტუტია“. „როგორც „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ამ კვლევისა და დასკვნების უკან ვდგავარ. ფაქტები მუქარით არ იცვლება. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ“, - დაწერა ჯონ უოლტერსმა X-ზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე