„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში სამართალდამცველებმა იძალადეს, კლინიკა დატოვა

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, კლინიკა დატოვა, ვინაიდან „ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას“.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკას თავად, ღამე, 02:00 საათზე მიმართა.

„კლინიკა დატოვა. 02:00 საათზე მოგვმართა თვითდინებით. კონსულტირებული იქნა ჩივილებიდან გამომდინარე სხვადასხვა სპეციალისტის ტრავმატოლოგის და ნევროლოგის მიერ. აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას.

რაც შეეხება რა სახის დაზიანება ჰქონდა მიყენებული და სად, ზედაპირული დაზიანებები იყო, ხარისხსა და სიმძიმეზე ექპსერტიზა გაგცემთ პასუხს“,- აღნიშნავს ზურაბ ჩხაიძე.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ადვოკატის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს