თამარ ონიანი - პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს - როცა წამებას წამებას არ არქმევ, საზოგადოებასაც არასწორ წარმოდგენას უყალიბებ, თითქოს, ცემა და ძალადობა საპოლიციო მოქმედების თანმდევი ნორმაა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, გორში, პოლიციელების მხრიდან პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

როგორც ონიანი აცხადებს, პოლიციელების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება არა უფლებამოსილების გადამეტების, არამედ, სახელმწიფო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა მიმდინარეობდეს.

„პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია პასუხი. როცა წამებას წამებას არ არქმევ, როცა დამამცირებელ, ან არაადამიანურ მოპყრობას ასეთად არ აფასებ, საზოგადოებასაც არასწორ წარმოდგენას უყალიბებ, რომ თითქოს, ცემა და ძალადობა საპოლიციო მოქმედების თანმდევი ნორმაა, სადაც თუ თითქოს, საჭირო და აუცილებელ ძალას გადაამეტებენ, დაისჯებიან, როგორც უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავეები. [ეს წლებია პრობლემაა].

როდესაც წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს პროკურატურა არასწორი კვალიფიკაციით იძიებს [სსკ 333], პრობლემურია, მათ შორის, შემდეგი საკითხები: საქმეზე არსებული მტკიცებულებების რეალური სამართლებრივი შეფასება არ ხდება შესაბამისი სტანდარტებით; გამოძიების კვალიფიკაცია გავლენას ახდენს გამოძიების ფარგლებზე - ჩატარდეს, ან არ ჩატარდეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებული კარგავს უფლებას, რომ მისი ტანჯვა აღიარებული და გამოძიებული იყოს, როგორც წამება/არასათანადო მოპყრობა. როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცება, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობაა ჩადენილი (ანუ ის აღწევს ასეთი ქმედების მინიმალურ ზღვარს), გამოძიება კონკრეტულად ამ კვალიფიკაციით უნდა დაიწყოს [სსკ 144 პრიმა, სეკუნდა და ტერცია მუხლები] და არა უფლებამოსილების გადამეტებით [სსკ 333] ან ნაკლებად სასტიკი მოპყრობის ზოგადი დებულებების ფარგლებში“, - აცხადებს ონიანი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე