ირაკლი ჭეიშვილი - ფაქტი ის არის, რაც დავინახეთ ყველამ ტელევიზიების საშუალებით, ამის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება - მყისიერადვე მოხდა რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და პრობლემა რა არის, ვერ ვხვდები

ფაქტი ის არის, რაც დავინახეთ ყველამ ტელევიზიების საშუალებით, ამის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება - მყისიერადვე მოხდა რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და პრობლემა რა არის, ვერ ვხვდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა იძიებს, შესაბამისად შეფასდება არსებული მდგომარეობა და თუ ვინმეს გადაცდომა აქვს პასუხისგებაში მიეცემა.

„ფაქტი ის არის, რაც დავინახეთ ყველამ ტელევიზიების საშუალებით - ამის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურა იძიებს, შესაბამისად შეფასდება არსებული მდგომარეობა და თუ ვინმეს გადაცდომა აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ჩათვლის ამას პროკურატურა, რა თქმა უნდა, მიეცემა პასუხისგებაში. მყისიერადვე მოხდა რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და პრობლემა რა არის, ვერ ვხვდები”, - განაცხადა ჭეიშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თავად ხედავს თუ არა კადრებში დანაშაულს პოლიციელის მხრიდან, ჭეიშვილმა უპასუხა, რომ იქ ნებისმიერი ადამიანი ხედავს, რაც ხდება.

„ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ჩანს რაც ხდება. იქ ნებისმიერი ადამიანი ხედავს, რაც ხდება, მაგრამ ის, რას გადაწყვეტს პროკურატურა გამოძიების ნაწილში, რა დადგინდება დამატებით, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და გადაწყვეტილება. ერთი შეხედვით დანაშაული არის თუ არა, ყველა ხედავს იმ კადრებში - დანარჩენი არის პროკურატურის გადასაწყვეტი”, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მსგავსი დანაშაული სისტემური ხასიათის არ არის.

კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობა ასაღები, ჭეიშვილმა უპასუხა, რომ არა.

„რა თქმა უნდა, არა. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება? თუ იქნება მანდ გადაცდომა, შესაბამისად, იქნება გამოძიებული და იქნება დასჯილი ნებისმიერი ადამიანი”, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე