ნიკა გვარამია - შეუძლებელია გატარდეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესი იქ, სადაც რუსული ნება ხორციელდება იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ უნდა, შესაბამისად, ეს ბიძინა ივანიშვილსაც არ უნდა, ის ამას ეწინააღმდეგება

შეუძლებელია გატარდეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესი იქ, სადაც რუსული ნება ხორციელდება იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ უნდა, შესაბამისად, ეს ბიძინა ივანიშვილსაც არ უნდა, ის ამას ეწინააღმდეგება. ამ ვიზიტზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ამბავი ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს კარგად ესმით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, ქვეყანაში სტაბილურობას ხელს უშლის „ქართული ოცნება“ და მის უკან მდგომი რუსეთი.

„შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში, ასე არ არის და ვერც იქნება. პირველ რიგში, ეს ინტერესი განისაზღვრება ქართველი ხალხის პოზიციით, რომელიც თავსებადი არ არის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან. შეუძლებელია გატარდეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესი იქ, სადაც რუსული ნება ხორციელდება იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ უნდა, შესაბამისად, ეს ბიძინა ივანიშვილსაც არ უნდა, ის ამას ეწინააღმდეგება, ეს მისი დავალებაა, ჩემი აზრით. ამ ვიზიტზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს ეს ამბავი. ამიტომ, როცა საუბარი მიდის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტების და პოლიტიკური აქტორების, მაგრამ იმ წინაპირობების გარეშე, რაც დემოკრატიის მთავარ საბაზისო პრინციპებს გულისხმობს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური პროექტიც. ქვეყანაში, სადაც ელემენტარულად სასამართლო არ არის, სადაც პოლიტიკური დესტაბილიზაციაა ხელისუფლების მიერ მართული, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მძევლად აყვანის მეშვეობით, უბრალოდ, არცერთი ინვესტორი არ შემოვა, მითუმეტეს ამერიკელი. ამიტომ, ამის მოგვარება რომ ერთადერთი გზით ანუ რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების გვერდზე გაწევით არის შესაძლებელი, ეს ჩვენც ვუთხარით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ მათაც ესმით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე