ზურაბ ჯაფარიძე გორში მომხდარზე - პოლიციელების დაკავება მოუწიათ, რადგან ძალადობის ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს - „ჩასვამენ“ და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არავინ იქნება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ სამართალდამცავების დაკავება, ­რომლებიც გორში ორ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, „მოუწიათ, რადგან ეს ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს“.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციელები ადამიანებს ამ ქვეყანაში ყოველდღე „ეგრე ექცევიან“.

„პოლიციელები ადამიანებს ეგრე ექცევიან ამ ქვეყანაში ყოველდღე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. უბრალოდ ეს მოხვდა ვიდეოკადრებში. რუსთაველის გამზირზე, 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში 500-ზე მეტი ადამიანი აწამეს შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა, სპეციალურად მომზადებულ მინივენებში. კაციშვილი არ დასჯილა მაგის გამო. უბრალოდ ახლა დაფიქსირდა. მსგავსი ქმედებით სავსეა ყოველდღე არამარტო თბილისის ქუჩები. ვიდეოზე გამოჩნდა და მაგის გამო მოუწიათ [დაკავება]. “ჩასვამენ” და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არ იქნება არავინ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაპუნა ლოცულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს, თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს. ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. მომხდარზე 6 პირია დაკავებული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე