შალვა კერესელიძე - საკმაოდ უხვად არის გაგზავნილი კითხვები, როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით - ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა მინისტრის პასუხები

საკმაოდ უხვად არის გაგზავნილი კითხვები, როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით - ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა მინისტრის პასუხები, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს კითხვები, რომელიც ახალ განათლების რეფორმას უკავშირდება.

„დღეს ჩვენი ფრაქციის მიერ განათლების მინისტრი არის საქართველოს პარლამენტში მოწვეული ინტერპელაციასთან დაკავშირებით. საკმაოდ უხვად არის გაგზავნილი კითხვები, როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით - ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა მინისტრის პასუხები. საზოგადოებას აინტერესებს მინისტრის პასუხები ახალ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც წამოიწყო. მალე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები დაიწყება და უნდა ვიცოდეთ, რეალურად რა ხდება და რა მდგომარეობაა. საზოგადოებამ არ იცის ამაზე პასუხი მინისტრისგან და განათლების სამინისტროსგან. საზოგადოებას და მათ შორის ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს პასუხები და ვნახოთ. საკმაოდ ბევრი კითხვა გავაგზავნეთ ჩვენ და ვნახოთ რამდენად არგუმენტირებულ, ამომწურავ და სრულყოფილ პასუხს გაგვცემს მინისტრი”, - განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე