თეიმურაზ პაპასქირი - გორელ პოლიციელებზე წლებია ხმები დადის, მაგრამ სანამ ვიდეოზე არ ვნახეთ, ყური არავის შეუბერტყავს, რაც შეეხება აქციას და მძღოლს, არავინ მოგვიტყუებია, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს მძღოლი ჩვენს აქციას ემსახურებოდა

„ქართული ოცნების“ დღევანდელი ქმედებები არის ჩვენება, თითქოს, აი, ხომ ხედავთ ჩვენ ვებრძვით ასეთ კრიმინალს. გორელი პოლიციელების შესახებ წლებია ხმები დადიოდა, რომ იქ სერიოზული პრობლემები იყო. სანამ ვიდეოზე არ ნახა ყველამ, მანამდე არავის შეუბერტყავს ყური, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თეიმურაზ პაპასქირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა“ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მიერ ორ პირზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და 6 პირის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რაც მოხდა, „სისტემური დანაშაულია“.

„ჩვენ გვახსოვს, 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, როდესაც ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. გვახსოვს, ნოემბერ-დეკემბერში, 400-ზე მეტი ადამიანი, რომელიც წამებული იყო ე.წ. მარშუტკებში, სადაც მათ სასტიკად სცემდნენ, ლამის სიკვდილის პირას მიჰყავდათ და ამასთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა.

უფრო მეტიც, გვაქვს შემთხვევა, როდესაც ეს სასტიკად ნაცემი პირები დაჯარიმდნენ სასამართლოს მიერ. „ქართული ოცნების“ დღევანდელი ქმედებები, არის ჩვენება, თითქოს, აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ვებრძვით ასეთ კრიმინალს. გორელი პოლიციელების შესახებ ეს ხმები დადიოდა წლებია, რომ იქ სერიოზული პრობლემები იყო. სანამ ვიდეოზე არ ნახა ყველამ, მანამდე არავის შეუბერტყავს ყური. რაც შეეხება სახალხო დამცველს, 400-ზე მეტი წამებული როდესაც გყავს აქციების დარბევის დროს, ალბათ, მაგათთვისაც ყურადღება უნდა მიექცია და წესით, სახალხო დამცველს ამასთან დაკავშირებით უნდა ჰქონოდა სერიოზული გამოძიება წარმოებული, უნდა გაერკვია, ვინ იყო დამნაშავე.

ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე დაკავებულ პირზე მიმდინარეობდა ძალადობა. დაკავებისას შეიძლება კონფლიქტს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ როდესაც შემდგომ ასე ურტყამ...როგორც თვითმხილველი ამბობს, სულ სხვა სიტუაცია იყო, პოლიციის მხრიდან აკიდებას ჰქონდა ადგილი, არავითარი ძალადობა არ იყო მეორე მხრიდან. პოლიციის მხრიდან ძალადობას არ აქვს გამართლება“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

მისივე თქმით, პოლიციელის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს ფიცი და რა ვალდებულებები აქვთ, „ჰგონიათ, რომ ფორმა დაუსჯელობის იმუნიტეტს აძლევთ“.

„მთელი უკანასკნელი წლები ვხედავდით, როგორ ახალისებდა მოძალადე პოლიციელებს ხელისუფლება. მედლებითაც აჯილდოებდა მათ, პრემიებს უწერდა. პოლიციელის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს ფიცი და რა ვალდებულებები აქვთ. ჰგონიათ, რომ ფორმა დაუსჯელობის იმუნიტეტს აძლევთ. ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა, მათ მიერ გაწეული პროპაგანდის შედეგი“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

გარდა ამისა, ის „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მმართველი გუნდის შეფასებებსაც გამოეხმაურა. როგორც თეიმურაზ პაპასქირმა აღნიშნა, „ირაკლი კობახიძეს თვლასთან ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და მინიმუმ 10-ჯერ ამცირებს რაოდენობას“.

„რამდენ 5 000 კაცზეც მეტი იყო... ირაკლი კობახიძეს შეუძლია თავად დაასრულოს ნებისმიერი ჩვენგანის სურვილი ამასთან მიმართებაში. ირაკლი კობახიძეს თვლასთან ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, მინიმუმ 10-ჯერ ამცირებს ჩვენს რაოდენობას, თუ 20-ჯერ არა. გზავნილი ნათელია: არსად წავსულვართ და არ გავმქრალვართ.

შეიძლება, 40-50 ათასი კაცი გამოვიდა, მაგრამ 3 იმდენი სახლში იყო, ის, ვინც აქციაზე გამომსვლელი იყო და იმის გამო, რომ წინასწარ ჰქონდა 26 მაისს გეგმები, ამის გამო არ მოვიდა. ყველას ძალიან პოზიტიური შეხება აქვს, გარდა „ქოცების“ „ტროლებისა“ და 1-2 პოლიტიკური პარტიისა, რომელთა პოლიტიკური კრახი იხილა ხალხმა 26 მაისის აქციაზე“,- განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

რაც შეეხება „პიკაპის“ მძღოლს, რომლის ავტომანქანითაც პარლამენტის ტერიტორიაზე, 26 მაისს, გარკვეული ტიპის ტექნიკა შეიტანეს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მოატყუეს“, როგორც თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა, „არავის არავინ მოუტყუებია“.

„ძალიან კარგად ვიცით, ამ შემთხვევაში რა ხდება. დაპირება მისცეს ალბათ, რომ მართვის მოწმობას დაუბრუნებდნენ და ამ შემთხვევაში, უნდა ეთქვა ის ტყუილები, რაც თქვა. ზეწოლის შედეგია ეს. ძალიანაც არ ვადანაშაულებ ამ ადამიანს. ვფიქრობ, ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ეს მძღოლი ჩვენს აქციას ემსახურებოდა. ტექნიკის შეტანა-არ შეტანას რაც შეეხება, მას არაფერი ჩაუდენია უკანონო, პირიქით უკანონოდ არის დაჯარიმებული“,- განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია