BTU-ში მედია ლაბი და პოდკასტ სტუდია გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მედია ლაბი და პოდკასტ სტუდია გაიხსნა. ახალი, მაღალტექნოლოგიური სივრცე BTU-ში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (WHZ) პარტნიორობით, DAAD-ისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა.

მედია ლაბორატორია აერთიანებს თანამედროვე მედია ტექნოლოგიებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ მულტიმედია მასალებს. სივრცის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა ციფრული მედიის, თანამედროვე კომუნიკაციების, პოდკასტების და მულტიმედია კონტენტის შექმნის მიმართულებით.

ლაბორატორიაში პირველი პოდკასტებისა და ინტერვიუების სერია საერთაშორისო კონფერენციის „გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ ფარგლებში ჩაიწერა. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, BTU-ს, თიბისისა და თეგეტას პარტნიორობით, დანიის მთავრობის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების თვეს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის, ციფრული წიგნიერებისა და ინკლუზიური ხელოვნური ინტელექტის საკითხები. სწორედ ამ კონტექსტში, მედია ლაბორატორია იქცა სივრცედ, სადაც საერთაშორისო დიალოგი, ინოვაციური სწავლება და სტუდენტების პრაქტიკული ჩართულობა ერთიანდება.

ახალი ლაბორატორია BTU-ს საგანმანათლებლო ეკოსისტემას კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას მატებს და სტუდენტებს აძლევს საშუალებას, თანამედროვე ტექნოლოგიური გარემოს გამოყენებით განავითარონ პროფესიული უნარები, შექმნან მულტიმედიური კონტენტი და აქტიურად ჩაერთონ ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სხვადასხვა ინიციატივებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მაღალტექნოლიგიურ და ინოვაციურ ლაბებს აერთიანებს: XR & AI ლაბორატორიას, ლაბორატორია 4.0-ს, iOS & Android ლაბორატორიას, განახლებადი ენერგიის ლაბორატორიას, ბლოკჩეინ ლაბორატორიას, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიას, მდგრადობის ლაბორატორიას, Microsoft ლაბორატორიას, MarTech ლაბორატორიას, ბავშვის უფლებათა ცენტრსა და კოდინგის სკოლას ქალებისთვის.

თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები სტუდენტებსა და მკვლევრებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე