GCCA-მა ა(ა)იპ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, ა(ა)იპ „მგვ საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ა(ა)იპ „მგვ საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჩივარი შეეხება ა(ა)იპ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის ფაქტს.

“საკითხი შეეხება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მომჩივნის განცხადებით, მოპასუხე ასოციაცია მისი წევრი კომპანიების ორგანიზაციიდან გასვლის პროცესს აფერხებს, რაც ხელს უშლის მათ ალტერნატიულ მგვ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებები შეეხო იმ მწარმოებლებს, რომლებმაც გამოთქვეს ა(ა)იპ „მგვ საქართველოში“ გაწევრიანების სურვილი.

სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე