ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა კონსტრუქციული თანამშრომლობის მოდელს წარმოადგენს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის მოდელს წარმოადგენს.

„საერთაშორისო ურთიერთობებში კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის მოდელს წარმოადგენს ჩვენი ერთობლივი მუშაობა ევრაზიულ ეკონომიკურ საზოგადოებაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, BRICS-ში, გაეროსა და კასპიის ხუთეულში რუსეთ-ცენტრალური აზიის ფორმატში“, - განაცხადა პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებების დროს.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთსა და ყაზახეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს.

„სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება და ეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების სერიოზული ფაქტორია“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ჩავიდა. რუსეთის ლიდერს ასტანაში 30-ზე მეტი კაცისგან შემდგარი დელეგაცია ახლავს, მათ შორის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და ცხრა ფედერალური მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს ასტანაში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე