გივი მიქანაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს - ახლა პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიმართულება რომ არ არის, თქვენი გაქცეული ლიდერის დამსახურებაა - მორალისგან მოშორებულია, რომ განათლების სისტემაზე საერთოდ კითხვას სვამთ!

მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს შს სამინისტროს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიმართულება რომ არ არის და ამ მიმართულებას მინისტრი თავიდან აწყობს, თქვენი გაქცეული ლიდერის გიორგი გახარიას დამსახურებაა - მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ განათლების სისტემაზე საერთოდ კითხვას სვამთ! - ამ განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მიმართა.

მიქანაძემ შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ გახარიამ უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში „ერთი ხელის მოსმით გააუქმა“.

„წლების განმავლობაში პოლიციის აკადემიაში აწყობილი იყო უმაღლესი მიმართულების პირველი და მეორე საფეხური - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ეს იყო სპეციალიზებული საპოლიციო მიმართულება, რომლის ანალოგი ძალიან ცოტაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზეც. მე მაშინ პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ძალიან ვამაყობ, რომ მას წელიწადნახევრის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.

როდესაც დავინიშნე, პირველად საქართველოს ისტორიაში ვემზადებოდით, რომ საპოლიციო უმაღლესი განათლების მესამე საფეხური - სადოქტორო პროგრამა შემოგვეტანა. ამისთვის პოლიციის აკადემიაში ჟურნალიც დავაფუძნეთ, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ვეწეოდით, არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი ჩავატარეთ, რომელიც შესაბამისი პროცედურების გასავლელად აუცილებელია.

თქვენმა ღრმად პატივცემულმა ლიდერმა უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმენით გააუქმა - ამის შემდეგ განათლებაზე თქვენ საერთოდ როგორ სვამთ კითხვებს?! დღეს თავიდან იწყება მთელი იმ სისტემის აწყობა, რასაც შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს.

უფრო მეტიც, როცა პარლამენტში გიორგი გახარიას მოსმენა იყო, ისე რომ ამის შესახებ არც მე ვიცოდი და არც ერთმა სტუდენტმა, რომელიც პოლიციის აკადემიის პირველ და მეორე საფეხურზე სწავლობდა, გახარიამ პირდაპირ განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების მიმართულების გაუქმებას აპირებდა, რასაც ახალგაზრდებში ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა - მათ თქვეს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე კი არ უნდოდათ ჩაბარება, არამედ სპეციფიკური საპოლიციო მიმართულებით. ეს პროცესი რომ დაინახა, შეეშინდა, გადათქვა, ახალგაზრდებს შემოუთვალა, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება და ყველაფერი შენარჩუნებული იქნებაო. რამდენიმე თვეში კი გააუქმა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომაზე ინტერპელაცია მიმდინარეობს. სესიაზე დეპუტატთა კითხვებს განათლების და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე პასუხობს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე