პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი უძღვებოდა.

„მირიან მეგრელიშვილმა მონაწილეებს საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებები, უწყების სტრუქტურა, სტრატეგიული პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის მიზანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისთვის საქართველოს პროკურატურის სტრატეგიის, ამოცანების. პრინციპების და უფლებამოსილების გაცნობა და მათი ცნობიერების ამაღლება პროკურატურის საქმიანობის შესახებ იყო.

საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად დაგეგმავს და განახორციელებს ისეთ მიზნობრივ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ აქტორებთან ურთიერთთანამშრომლობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე