იური უშაკოვი - აშშ-ს კიევის დატოვების შესახებ გაფრთხილებაზე რუსეთისთვის ჯერ არ უპასუხია

რუსეთმა, უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე რუსეთის სამხედრო დარტყმებთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს შესაბამისი არხებით ურჩია, კიევი დაეტოვებინა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთეთ და ჩვენი რეკომენდაცია შესაბამისი არხებით გადაეცა ამერიკელებს“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, რუსეთის გაფრთხილებაზე შეერთებულ შტატებს, ჯერჯერობით, არ უპასუხია.

„რამდენადაც მე ვიცი, ჯერ არანაირი პასუხი არ ყოფილა“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, უპასუხა თუ არა აშშ-მა რუსეთის რეკომენდაციას კიევის დატოვების შესახებ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა