სოფო ხორგუანი გივი მიქანაძეს - ქრისტიანული მორალი მავალებს ვირწმუნო, რომ ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე არაა - დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ იმ სამინისტროს მინისტრის მოადგილე, ვინც პატიმრები დაცხრილა

ქრისტიანული მორალი მავალებს ვირწმუნო, რომ ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე არ არის - დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ იმ სამინისტროს მინისტრის მოადგილე, რომელმაც პატიმრები დაცხრილა - თქვენ მაშინ გადადგომაც ვერ გაბედეთ! - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გივი მიქანაძეს, კითხვებზე პასუხის გაცემის პროცედურის დასრულების შემდეგ.

ხორგუანმა მიქანაძის მისამართით განაცხადა ისიც, რომ მისი განათლების მინისტრობა ყველა იმ მოქალაქის შეურაცხყოფაა, ვინც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ენდო.

„სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ვენდეთ და დღეს თქვენი განათლების მინისტრობა ჩვენი შეურაცხყოფაა.

თქვენ თქვით, რომ რეგიონებში დადიხართ - ალბათ თქვენ პარტმუშაკებს ხვდებით, რადგან რეგიონებში მეც დავდივარ და უამრავი პრობლემაა. თურმე არაშენებული სკოლები თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ რამე კეთდება სულ თქვენი დამსახურებაა - პასუხისმგებლობის თავიდან ასხლეტის კომპეტენცია ნამდვილად გაქვთ!

ჩემი კითხვა იყო, თუ რატომ არ განვიხილავთ სკოლებში კვების საკითხს, მაგრამ აბა რა გითხრათ - იგივე ესთეტიკა, იგივე პათეტიკა, იგივე უტიფრობა, რაც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა. არ შეცვლილხართ! ამიტომ გასაგებია თქვენი ფასადური დამოკიდებულება - რა თქმა უნდა, ფასადურად გგონიათ, რომ ამ უთანასწორობას ფორმები შეცვლის, მაგრამ სკოლებში მშიერი ბავშვი რომ ზის, ეს თქვენ არ გაღელვებთ“, - მიმართა განათლების მინისტრს გივი მიქანაძეს სოფიო ხორგუანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე