კახა კალაძე - ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ „მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო“.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა უკრაინა და შესაბამისად, მას მშვიდობას უსურვებს.

„ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები, პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით თავდაცვის რეჟიმში, მოპასუხის რეჟიმში და ჩვენი მხრიდან პასუხებიც იყო ძალიან კორექტული. ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ უკრაინა, უკრაინელი ხალხი მიგვაჩნია ჩვენს მეგობრად. ამიტომ ის განცხადებები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები, რაც გამოიხატებოდა საქართველოსთან მიმართებით, იყო გულდასაწყვეტი. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, თუ რა პროცესები მიდის, ამიტომ მინდა, უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე