კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია - რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა

ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ძალებს აქამდეც არაერთხელ ჰქონიათ გაერთიანების მცდელობა, თუმცა მათ შორის შიდა დაპირისპირება აშკარად ჩანს.

„გვახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდნენ გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო. ჩვენ კარგად ვიცით ამ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება. მე გარედან როგორც ვხედავ, ბრძოლა მიდის - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია. მათ შორის არსებული დაპირისპირება აშკარად ჩანს, ამაზე ღიად საუბრობენ და ერთმანეთს თავს ესხმიან. მათ გაერთიანება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ადამიანების, ამ დაჯგუფების ერთ პლატფორმაზე შეყვანა. თუმცა, მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია. რეალურად მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარე აქტორებს ემსახურებიან, გარედან დავალებებს იღებენ. როდესაც ასე მოქმედებ, ქართველი ხალხის მხრიდან ვერანაირი თანადგომა ვერ გექნება.

რაც შეეხება 26 მაისის აქციას, დიდი ინტერესი მათ მიმართ არ მაქვს, რადგან იმდენი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, მათი ქმედებები თუ აქციები არ მაინტერესებს. ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპროტესტო აქციისა და ზოგადად ოპოზიციის შესახებ, კალაძის თქმით, ეს განცხადებაც შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი.

რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე