სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ - გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს

გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს და ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი - ამ ვითარებას საფუძველი ჩაუყარა იმ დაუსჯელობამ, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მკაფიოდ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა, - ამის შესახებ სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი -ერთი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაუსჯელობის განცდა აძლევს ძალადობრივ ჯგუფებსა და ცალკეულ პოლიციელებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშსწორების შესაძლებლობას.

„წლების განმავლობაში, მოქალაქეები ხედავენ, როგორ იქცა სისტემა ადამიანების დაცვის ნაცვლად, ძალადობის, დაშინებისა და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, საზოგადოების მხრიდან აღიქმება როგორც მოძალადე, ბოლომდე ანგრევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

დღევანდელი რეალობა შემთხვევით არ დამდგარა. ამ ვითარებას საფუძველი ჩაუყარა იმ დაუსჯელობამ, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მკაფიოდ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა და კიდევ უფრო გაღრმავდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობის, ცემის, წამებისა და უკანონო დაკავებების გამოუძიებლობით.

საზოგადოებამ წლების განმავლობაში იხილა:

სასტიკად ნაცემი მოქალაქეები; ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ძალადობა; უკანონო დაკავებები; არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; ძალადობაში მხილებული პირების სრული დაუსჯელობა.

როდესაც სახელმწიფო არ სჯის მოძალადეებს, ძალადობა ნორმად იქცევა. სწორედ ეს დაუსჯელობის განცდა აძლევს ძალადობრივ ჯგუფებსა და ცალკეულ პოლიციელებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშსწორების შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, გორში მომხდარი ფაქტიც ამ უწყვეტი ძალადობრივი ჯაჭვის ნაწილია. ვითხოვთ:

გორში მომხდარი ძალადობის ყველა მონაწილე პირის დაუყოვნებლივ დასჯას; 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სრულ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას;

ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც წლების განმავლობაში ხელს აფარებდა ძალადობას და ქვეყანაში დაუსჯელობის სისტემას ამკვიდრებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, დღეს, 19:00 საათზე, გორში გამართავენ აქციას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე