შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს

უკრაინა Gripen C/D სერიის მოიერიშე თვითმფრინავების პირველ სერიას 2027 წლის დასაწყისში მიიღებს, ხოლო E სერიის თვითმფრინავებს - 2030 წლისთვის.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა დღეს უკრაინასა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

კრისტერსონის თქმით, Gripen-ის გამანადგურებლები უკრაინისთვის საუკეთესო არჩევანია.

„ახლა ჩვენ ამ ერთობლივ გზაზე ნაბიჯს ვდგამთ წინ. გადავცემთ Gripen-ს. უკრაინა შეიძენს Gripen E სერიის 22 მოიერიშე თვითმფრინავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ მოლაპარაკებებს და 2030 წლისთვის შევძლებთ ამ თვითმფრინავების მიწოდებას“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.

მისი თქმით, შვედეთი უკრაინას ასევე, ორმხრივი დახმარების სახით, Gripen C/D ტიპის 16 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე