გივი მიქანაძე - არასოდეს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ყბადაღებული თემაა და უკვე მომბეზრდა ამაზე საუბარი, რომ ვითომ ოდესღაც ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, არასოდეს ვყოფილვარ და ამის გადამოწმებაც უმარტივესია

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩემი წარსული და ჩემი საქმიანობა - არასოდეს არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - თვითონ ჰყავთ მეექვსე ნომრად ზაზა თავაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო იუსტიციის მინისტრობის დროს და ამაზე რატომ არ იღებენ ხმას? - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის რეპლიკას, რომელიც მიქანაძის წარსულ თანამდებობას შეეხებოდა.

მისი თქმით, გახარიას გუნდის მხრიდან მისთვის ზურაბ ადეიშვილის მოადგილეობაზე საუბარი უსუსური ბრალდებებია

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩემი წარსული და ჩემი საქმიანობა. არასოდეს არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ყბადაღებული თემაა და უკვე მომბეზრდა ამაზე საუბარი, რომ ვითომ მე ოდესღაც ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს არ ვყოფილვარ მისი მოადგილე და ამის გადამოწმებაც უმარტივესია, უბრალოდ კონკრეტული პირების ინტერესებში არ შედის. თვითონ ჰყავთ მეექვსე ნომრად ზაზა თავაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო იუსტიციის მინისტრობის დროს და ამაზე რატომ არ იღებენ ხმას? აღარ ვუთხარი, რადგან მოცვეთილი და აზრს მოკლებული თემაა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და მათ ვერ წარმოუდგენიათ ის, რომ ადამიანი, რომელიც ხალხს და ქვეყანას ემსახურებოდა, შეიძლება კეთილსინდისიერად ემუშავა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ვმუშაობდი. დღემდე ვამბობ, რომ ყველა ჩემს მოქმედებაზე, საქმიანობაზე იმ პერიოდში მე პასუხისმგებელი ვარ და არასოდეს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ერთადერთი პოლიტიკური გუნდის წევრი, რისიც ვარ და ვიქნები, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი და პოლიტიკური ურთიერთობა სწორედ ამ ოჯახთან მაკავშირებს იმიტომ, რომ ღირებულებითი ნაწილი ჩემი „ქართულ ოცნებასთან“ არის. ეს არის, როგორ გითხრათ რა, უსუსური ბრალდებები, რომელსაც ჩვენ ამ ადამიანებისგან ვისმენთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე