ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა Gripen-ის თვითმფრინავების შესაძენად თანხას ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 90 მილიარდ ევროდან გამოიყენებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა Gripen-ის მოიერიშე თვითმფრინავების შესაძენად ევროკავშირისგან გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტიდან მიღებულ თანხებს გამოიყენებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ამ დახმარების 2.5 მილიარდ ევროს Gripen-ის თვითმფრინავების შესაძენად გამოიყენებს.

ზელენსკის განმარტებით, Gripen-ები სასარგებლო იქნება უკრაინისთვის, რადგან ქვეყანას უწევს წინააღმდეგობის გაწევა სხვადასხვა იარაღის, რაკეტების, დრონების, საჰაერო ბომბებისთვის, რომელსაც რუსეთი იყენებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, Gripen-ები ხელს შეუწყობს რუსული თვითმფრინავების მოგერიებას და მათთვის საჰაერო ბომბების გამოყენებას გაართულებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე