კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის მინისტრებმა საფუძვლიანად განიხილეს, რა დათმობები უნდა მოითხოვოს ევროპამ რუსეთისგან

ევროპის ინტერესებში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში აღარ იყვნენ განლაგებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კვიპროსში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კაია კალასის ცნობით, მინისტრებმა საფუძვლიანად განიხილეს ის, თუ რა დათმობები უნდა მოითხოვოს ევროპამ რუსეთისგან.

„თებერვალში წარვადგინე დოკუმენტი, მაგრამ მინდა იქ არსებულ რამდენიმე პუნქტს შევეხო. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სახის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობაა. ასევე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ევროპის მასშტაბით დივერსიული ოპერაციები, არჩევნებში ჩარევა და კიბერშეტევები. შეზღუდვები რუსეთის არმიაზე უნდა დაწესდეს. ასევე, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების სამართლებრივი აღიარება არ იქნება“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ფართო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც არსებობს.

„როდესაც რუსულ ჯარებს ვხედავთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ნათელია, ევროპის ინტერესებში შედის, რომ ეს ჯარები იქ აღარ იყვნენ განლაგებული“, - აღნიშნა კალასმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე