პრემიერი გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - ძალიან კარგია, რომ კადრები გავრცელდა, ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა - დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე

ძალიან კარგია, რომ კადრები გავრცელდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გორში, სამართალდამცველების მხრიდან ორ მოქალაქეზე მომხდარი ძალადობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი რეაგირება, რომელიც სამართალდამცველების დაკავებას გულისხმობს, სწორედ იმიტომ იყო საჭირო, რომ ასეთი ტიპის ძალადობას სისტემური ხასიათი არ მიეცეს.

“ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე.

რა თქმა უნდა, არცერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.

დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას. დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე.

მე მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ხელწერა იყო, მაგალითად, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. მაშინ დამნაშავეები არათუ არ დასაჯეს, პირიქით, სასათბურე პირობები შეუქმნეს. მე მოგიტანთ უამრავ ფაქტს, როდესაც ხდებოდა ასეთი დანაშაული და ამაზე არათუ არ რეაგირებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხელს აფარებდა ხოლმე დამნაშავეებს, მათ უქმნიდა ხოლმე სასათბურე პირობებს და გირგვლიანის საქმე არის მხოლოდ ერთი მაგალითი.

ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული. ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავ უწყების წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

სწორედ იმისთვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს სისტემური ხასიათი, ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ ძალადობამ სისტემური ხასიათი არ მიიღოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან”, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე