მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების გეგმებზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ამასთან, ხაზი გაესვა „შუა დერეფნის" მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის როლზე.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ავთანდილ კუნჭულია დაესწრო”, - აღნიშნულია პრესრელიზში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე