პარლამენტში „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების გამოსვლას ხმაური მოჰყვა

პარლამენტში ფრაქცია “საქართველოსთვის” დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

კერძოდ, ფრაქციის დეპუტატები გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” ახლა “ნაციონალური მოძრაობის” მსგავს საქმიანობას ასრულებს.

კერძოდ, შარაშიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უთხრა, რომ „კადრები, რაც ვიხილეთ, არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს - რაც გუშინ ვნახეთ, ეს არის „ნაცობა”.

გიორგი შარაშიძის თქმით, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების რეაგირება იქნებოდა უკლებლივ ყველა პოლიციელის დაპატიმრება და არა მხოლოდ ექვსის, ასევე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო გორის პოლიციის უფოროსი და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი.

„ეს ადამიანის ტრაგედია კი არ არის, ეს არის სახელმწიფოს ტრაგედია. მე პირადად ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოძალადე „ნაციონალური მოძრაობის“ გასტუმრებიდან 14 წლის თავზე, ჩვენ ამ თემაზე საუბარი მოგვიწევდა. ჩვენ კი არ გვინდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება უბრალოდ აღარ იყოს. კადრები, რაც ვიხილეთ, არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს. შეიძლება ერთ პოლიციელს შეეშალოს, ორს შეეშალოს, მაგრამ როდესაც ეს ხდება ჯგუფურად და არცერთი არ აღმოჩნდა იქ, ვინც ან სიტუაციას დაამშვიდებდა, ან გაანეიტრალებდა, ან ამ ადამიანს გამოარიდებდა, ან იტყოდა, რომ საკმარისია ეს ძალადობა, გვეყოფა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის სისტემური. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ეს ერთი კადრი გვაქვს, მხოლოდ ამ ძალადობის კადრი გვაქვს და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი ასეთი დანაშაულები არსებობს. როდესაც იმაზე საუბრობთ, რომ თურმე სახელმწიფომ რეაგირება მოახდინა, ახლა აგიხსნით რა იქნებოდა რეაგირება, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების რეაგირება იქნებოდა უკლებლივ ყველა პოლიციელის დაპატიმრება და არა მხოლოდ ექვსის, დაუყოვნებლივ გათავისუფლება გორის პოლიციის უფროსის, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის. წარმოუდგენელია, გორის პოლიციაში მუშაობდეს ამდენი არაკაცი და ლაჩარი, რომლებიც კადრულობენ, რომ ერთ ადამიანზე იძალადონ. დღევანდელი პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, აქეთ გახდა მოძალადე. ეს არის რეალობა და ეს ყველამ კარგად იცით, უბრალოდ გუშინ გახდა საჯარო“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მას გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, რომელმაც გახარიას პარტიაში მყოფ “ყოფილ ნაცებზე” მიუთითა.

აღნიშნულს დარბაზიდან “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. დავით მათიკაშვილმა გიორგი შარაშიძეს პროვოკატორი უწოდა.

“პროვოკატორი ხარ ჩვეულებრივი”, - მიმართა მათიკაშვილმა შარაშიძეს.

ამასთან, შარაშიძეს ტონის დაწევისკენ მიუთითა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი სოსიაშვილმა.

“მე გადავწყვეტ, როდის გავჩერდები და როდის დავბრუნდები ჩემს ადგილზე”, - უპასუხა შარაშიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე