სერგეი შოიგუ - კიევზე დარტყმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს

კიევზე დარტყმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთმა უცხოელი ელჩების მიერ კიევის დატოვების შესახებ გაფრთხილება სრულიად სერიოზულად და გააზრებულად გააკეთა.

„ჩვენ გაფრთხილება გავეცით, თუ როგორი ძლიერი შეიძლება იყოს დარტყმა და ჩვენ ეს უკვე ვაჩვენეთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს“, - განაცხადა შოიგუმ.

ასევე, მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მასალის საწარმოო ობიექტებს დაუყოვნებლივ დაარტყამს.

„როგორც კი უკრაინაში მსგავსი საწარმოო ობიექტები გამოჩნდება, ჩვენი შეიარაღებული ძალები დარტყმებს განახორციელებს“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა