ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით

ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებაზე საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის თაობაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში „ევროპული ბიუროკრატია იდგა საპირისპირო მხარეს“ და უპირისპირდებოდა ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი. როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს. აქამდე ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა სწორედ საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე