საქართველოს სახალხო დამცველი რომში მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მონაწილეობას იღებს რომში (იტალია) მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემაც იყო - „ომბუდსმენის როლი უფლებების დაცვაში ცვალებად სამყაროში“.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება იტალიის ომბუდსმენთა კოორდინაციის პრეზიდენტის, იტალიის ომბუდსმენისა და ლაციოს რეგიონის ომბუდსმენის მარინო ფარდელის, ასევე ლაციოს რეგიონული საბჭოს ორგანიზებით იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები, მედიატორები, ექსპერტები და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებიან.

„კონფერენციის მიზანია ახალი გლობალური გამოწვევების პირობებში სამოქალაქო დაცვის, უფლებებისა და დემოკრატიული ინოვაციების განხილვა; ინსტიტუციური მედიაციის ევოლუციასა და საზედამხედველო ინსტიტუტების წინაშე არსებულ მომავალ გამოწვევებზე მსჯელობა და ერთმანეთისთვის საუკეთესო გამოცდილების და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი იტალიის ომბუდსმენთა კოორდინაციის პრეზიდენტის, იტალიის ომბუდსმენს და ლაციოს რეგიონის ომბუდსმენს მარინო ფარდელის შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე