ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა - პოლიტიკურ ენაზე ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, შესაბამისი უწყებები დაადგენენ

გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა, როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი კანდელაკმა არაერთი ტყუილი თქვა.

„ეს ხომ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. ლაპარაკობს ირანთან დაკავშირებით და იცით, რამდენი ტყუილი თქვა მან, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მინიშნებები იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ჩვენს ვაჭრობას, როდესაც ექსპორტი გაქვს 0,5 პროცენტი და იმპორტი 1,5 პროცენტი, იქ საუბარი ზედმეტია სანქციების გვერდის ავლაზე. როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს აშშ-ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ჰადსონის ინსტიტუტისა“ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანავტორია პარლამენტის ყოფილი წევრი, გიორგი კანდელაკი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე