პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივები - „ტურიზმის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" სხდომაზე პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. ასევე, ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველ მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხები და ტერმინოლოგია.

ამასთან, კანონპროექტით ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო ნორმები, რაც სამართლიანობის, პროპორციულობის და ეფექტიანობის პრინციპებს ეფუძნება.

აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის ზრდას", - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე