გორის პოლიციის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო

გორში, პოლიციის შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა.

მოქალაქეები ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შესულიყვნენ და მიეღოთ კითხვებზე პასუხები.

„მკვლელებო, მკვლელებო!“, - სკანდირებენ გორის პოლიციასთან შეკრებილი მოქალაქეები.

მათ კანონის წინაშე დასდეს ფიცი, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაიცავდნენ და აღასრულებდნენ კანონს, მაგრამ სრულიად საპირისპირო ხდება. ვნახეთ კადრები, როგორ ძალადობენ ადამიანებზე, როგორ ურტყამენ წიხლებს სახეში - ეს არის პოლიციის სახე? დაუსჯელობის სინდრომი მოდებულია ყველა პოლიციელებზე. ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე