მარია ზახაროვა - რუსეთი სომხეთის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოების კურსით შეშფოთებულია, ასევე, რუსი დამკვირვებლებისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი, დასანანი და გაუგებარია

რუსეთი სომხეთის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოების კურსით შეშფოთებულია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს სომხეთის ხელმძღვანელობის დაახლოების კურსი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან, რომლის მთავარი პოლიტიკური ხაზიც სწორედ მოსკოვის წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებიდან აგრესიულ მილიტარისტულ ბლოკად გარდაიქმნება. ნატო-სთან მისი ფაქტობრივი კავშირი ნათელია“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, ზახაროვას თქმით, სოხეთმა 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რიგი რუსი დამკვირვებლებისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი განაცხადა.

„სომეხმა პარტნიორებმა არაფორმალურად შეგვატყობინეს, რომ რუსეთის რიგი მოქალაქეების სადამკვირვებლო მისიაში შეყვანა არ სურთ. საუბარია სახელწიფო დუმას სამ დეპუტატსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელზე. ამის მიზეზები მოვითხოვეთ, მაგრამ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი დასანანია და ეს ჩვენთვის გაუგებარია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე