ვატო სურგულაძე - პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ხელმძღვანელობას, განცხადება უნდა ჰქონდეთ დაწერილი გადადგომაზე

თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გინდაც გორის პოლიციის, გინდაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, განცხადება უკვე უნდა ჰქონდეთ დაწერილი გადადგომაზე, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომელიც გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემას აპროტესტებს.

სურგულაძის თქმით, როგორც გორში, ისე თბილისში არსებული ხელმძღვანელობა პოლიციელებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების საშუალებას აძლევს.

„ხელმძღვანელობამ, ვინც ზის არამარტო აქ, არამედ თბილისშიც, მისცა უფლება, როგორც გინდა ისე მოიქეცით, ნელა-ნელა კი არა, სწრაფად-სწრაფად, ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გინდაც გორის პოლიციის, გინდაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, განცხადება უკვე უნდა ჰქონდეთ დაწერილი გადადგომაზე. ამას არ გააკეთებენ, რადგან მაგათი ნებართვითაა ეს ყველაფერი, - განაცხადა სურგულაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე