ისლანდიის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის აგვისტოში ჩატარებას მხარი დაუჭირა

ისლანდიის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის აგვისტოში ჩატარებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისლანდიის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი გეგმის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით რეფერენდუმი 29 აგვისტოს გაიმართება.

ისლანდიის 63-ადგილიან პარლამენტში რეფერენდუმის ჩატარებას მხარი 34-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა, 14-მა თავი შეიკავა, ხოლო 7-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირთან 2013 წელს შეჩერებული მოლაპარაკებების განახლებას მხარს დაუჭერს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო პირობების დასამტკიცებლად ქვეყანაში მეორე რეფერენდუმი ჩატარდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე