სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის დაწესებას არ შეეგუება და ომანს აფრთხილებს

აშშ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის დაწესებას არ შეეგუება, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ომანი გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის დაწესების სისტემას ხელი არ შეუწყოს.

„ომანმა უნდა გაიგოს, რომ აშშ-ის ხაზინა გადამწყვეტ ზომებს მიიღებს ნებისმიერი აქტორის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სრუტეში გადასახადის დაწესებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ბესენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ომანს „აფეთქებით“ დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლის მცდელობებს შეუერთდება.

„სრუტე ყველასთვის ღია იქნება. მას ვერავინ გააკონტროლებს. ჩვენ მას დავაკვირდებით. ომანი ისე მოიქცევა, როგორც სხვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აფეთქება მოგვიწევს. მათ ეს ესმით“, - აღნიშნა ტრამპმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა