ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის ტერიტორიის 70%-ზე კონტროლის დამყარება უბრძანა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის ტერიტორიის 70%-ზე კონტროლის დამყარება უბრძანა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამ ეტაპზე ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ტერიტორიის 60%-ს აკონტროლებს.

„ჩემი მითითებაა, რომ 70%-ს მივაღწიოთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასზე“ ზეწოლას ყველა მხრიდან ახდენს.

„მათ გადარჩენილ ნაწილსაც მივხედავთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა